20 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის კოორდინატორი მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს

თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის კოორდინტორი, ზურაბ სოსელია პოლიტიკურ ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს. მისი თქმით, უცნობი პირები მას ტელეფონზე დაუკავშირდნენ და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, თუკი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ პოლიტიკურ აქტიურობას არ შეწყვეტდა.

სოსელიას განცხადებით, მისგან ასევე, სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანასაც ითხოვდნენ, რომელიც მან, 2012 წელს, საპატრულო პოლიციიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის გამო შეიტანა.

მსგავსი ზარები სოსელიას თქმით, მისი ოჯახის წევრების მიმართაც განხორციელდა.

დღის ამბები