ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ვაკანსიის კვირეულში ჩართულ დამსაქმებლებს შეხვდა დღეს, ჯანდაცვის მინისტრი.
მხარეებმა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობა განიხილეს.
კვირეული ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში, 22-დან 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სადაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე შეარჩევენ მათთვის სასურველ კანდიდატებს.
კვირეულში 60-მდე კომპანია მონაწილეობს.