20 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"საჭიროა მთავრობის, ეროვნული ბანკის და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობა,"-გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს.

ეროვნულ ბანკში დაწყებული პროცესები გიორგი აბაშიშვილის მხრიდან მცდარ გადაწყვეტილებად კიდევ ერთხელ შეფასდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, აუცილებელია უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის და საზედამხედველო სააგენტოს კოორდინირებული მუშაობა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული დანაკარგები.

„საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გააკეთეს მაქსიმუმი იმისათვის, რათა არ მომხდარიყო უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის შესუსტება და დანაწევრება, ვინაიდან აღნიშნული მცდარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ახლა საჭიროა საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის და ახლადშექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, იმისათვის, რათა საზოგადოებამ თავიდან აიცილოს ვალუტის კურსიდან გამომდინარე შემდგომი დანაკარგები. ნათელია, რომ მიღებულ კანონთან და ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით, რჩება მხოლოდ ერთი არგუმენტი-ეს არის საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინსტიტუტების დასუსტება და დანაწევრება. ფაქტია, რომ დაშვებულ იქნა შეცდომა. სულ უფრო  და უფრო მეტია მაღალი თანამდებობის პირი მმართველ გუნდში, რომელიც ამ შეცდომას აღიარებს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.

 

დღის ამბები