"კატასტროფული დარტყმა თბილისისთვის, რომელიც გაანადგურებს დედაქალაქის არქიტექტორულ მემკვიდრეობას" - ამ შინაარსის წერილი საქართველოს მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღო.
500 მილიონიანი პროექტის პანორამა თბილისის შეჩერება საქართველოს მთავრობისგან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე 13-მა წამყვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოითხოვა.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა წერილი პრეზიდენტს, პრემიერს, გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, კულტურის მინისტრებსა და თბილისის მერს გაუგზავნეს.
ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებით პროექტი დედაქალაქის განვითარებას შეაფერხებს, კულტურულ მემკვიდრეობას კი მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.
მესამე სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც პროექტს დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების მხრიდან დათმობას არ ელოდებიან.
პანორამა თბილისის განხორციელების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ თბილისი ისტორიულ სახეს დაკარგავს და ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი იქნება.
ავტორები: ეკო მაღრაძე, დავით მაისურაძე, თამარ შალოშვილი.