02 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ბორჯომი-ასპინძის დამაკავშირებელ მონაკვეთზე-ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება

ამ წუთებში ძლიერი ხანძარია ბორჯომი-ასპინძის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, კოდიანის ტყეში, სადაც ცეცლხს რამდენიმე ბრიგადა აქრობს.

ბორჯომისა და ახალციხის რაიონების სამაშველო და სახანძრო სამსახურები ხანძარს დაახლოებით 10 ჰექტარზე ებრძვიან, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა სახელდება.

კოდიანის ტყე ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისთან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს, შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე დასახლებულ პუნქტზე არ არსებობს. თუ ღამის განმავლობაში ხანძრის ლიკვიდირება ვერ მოხერხდა პროცესში დამატებითი ძალები ჩაერთვებიან. 

დღის ამბები