ბორჯომი-ასპინძის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, კოდიანის ტყეში გაჩენელი ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე სახანძრო ბრიგადა ამ დრომდე ცდილობს.
პროცესში დღეს დილიდან თბილისიდან ჩასული დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.
ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული.
მეხანძრეების თქმით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.