საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გიორგი პაპუაშვილის განცხადებას და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება სამოქალაქო სექტორი.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, რომელიც 34 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, განცადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაუშვებელია მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და მოუწოდებს სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ აღკვეთონ ძალადობის რეალური საფრთხეები.
აქვე კოალიცია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი განცხადებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის მცდელობა.
ანალოგიური განცხადება გაავრცელა დამატებით კიდევ ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.