ჯანდაცვის სამინისტრომ ვაკანსიების კვირეული დაიწყო. ერონულ სასწავლო ცენტრში დღეიდან 60-მდე კომპანიის წარმომადგნლები ორი დღის განმავლობაში 255 პოზიციაზე 630-ზე მეტ ვაკანსიებს წარადგნეენ და თავად შეარჩევენ სასურველ კადრს.
კვირეული ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მასში მხოლოდ ის პირები მონაწილეობენ რომლებმაც რეგისტრაცია worknet.gov.ge -ზე გაიარეს.
კვირეული თბილისის შემდეგ თელავში გაგრძელდება. დასაქმების მსურველებს თელავში დამსაქმებლებთან 25 სექტემბრიდან შეეძლებათ გასაუბრება. მანამდე კი რეგისტრაცია შესაბამის საიტზე უნდა გაიარონ და სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე დასაქმებულია 400 ადამიანი. დამსაქმებელს 6 თვე აქვს სასურველი კადრის შესარჩევად.
ავტორი: მარიკა გოცირიძე