ხმაური იყო საბურთალოზე რამდენიმე წუთის წინ. ანტონოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლები განაშენიანების რეგულირების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.
ისინი ითხოვენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე პროექტით დაგეგმილი მშენებლობები არ დაიწყოს, რადგან ჩიხი სადაც ისინი ამ დროისთვის ცხოვრობენ ცენტრალურ გზად გადაკეთდება, რაც მათთვის მიუღებელია.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.