"მის ჩინეთის" ნახევარფინალი გაიმართა თბილისში. ჟიურიმ 16 რჩეული გოგონადან, ფინალში 12 გადაიყვანა.
ფინალური შოუ 17 ოქტომბერს, ჩინეთში ჩატარდება. სწორედ დასკვნით ეტაპზე იქნება ნაჩვენები საქართველოში გადაღებული ვიდეო რგოლიც, რომელზეც ჩინური ტელეარხი 10 დღის განმავლობაში მუშაობდა.