20 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
გაზეთ ალიას მევახშე შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტების ლიდერში აერია

პროკურატურას დღეს მოქალაქე შალვა ნათელაშვილმა მიმართა, რომელიც პერსონალური უფლებების დარღვევას აპროტესტებს.

მან უწყებაში სარჩელი შეიტანა.

ნათელაშვილი აცხადებს, რომ გაზეთ ალიაში დაბეჭდილი სტატია, სადაც ლეიბორისტების ლიდერი მევახშეობაშია დადანაშაულებული, სიცრუეა და მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი.

„მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ არსებობს მეორე შალვა ნათელაშვილი, ანუ მე და მქონდა საშუალება ცოტა ფულის გაპროცენტების. ჩემი ამბავი კი გამოიყენეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, წინააღმდეგ,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები