20 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ვაზის ნაცვლად ბოსტნეული - დაბალი ფასის გამო კახეთში გლეხმა ყურძენი გაჩეხა

კახეთში ვაზი გაჩეხეს. გელა გრიშენკომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყურძენში დაპირებული 70 თეთრიც ვერ მიიღო. ქარხნიდან სახლში დაბრუნებულმა გლეხმა კი ხელში ნაჯახი აიღო.

მევენახემ რაიონის რამდენიმე ქარხანა შემოირა იმ იმედით, რომ დაპირებულ თანხას მაინც მიიღებდა, თუმცა უშედეგოდ.

საბოლოდ მას 60 თეთრი გადაუხადეს და ისე გაისტუმრეს. სწორედ ამ ფასად იბარებენ გურჯაანის ქარხნები რქაწითელს.

გელა გრიშენკო ვაზის ნაცვლად ბოსტნეულის მოყვანას გეგმავს იმ იმედით, რომ იქნებ მომავალ წელს მაინც გაუმართლოს.

წელს კი დაგროვილი ვალების გასტუმრებას უკვე გაჩეხილი ვაზის რიგებში ჩაყოლებული ბოძების გაყიდვით აპირებს.

 

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები