20 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ

მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, პანორამა თბილისი მაინც განხორციელდება.

მთავრობის წარმომადგენლებს საუბარი იმ შესაძლო უარყოფით შედეგებზე არ სურთ, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, დედაქალაქში დაგეგმილი მშენებლობების შედეგად არის მოსალოდნელი.

იუნესკოს კონსულტანტი ორგანიზაციების წერილში წერია, რომ პანორამა თბილისი დედაქალაქისთვის კატასტროფული დარტყმა იქნება.

თუმცა, ამ შეფასებას კულტურის მინისტრი არ იზიარებს. მიხელ გიორგაძე პროექტის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს.

საერთაშორისო ორგანიზაციები პანორამა თბილისის შეჩერებას, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად,  პრემიერის, პრეზიდენტის, გარემოს დაცვის, კულტურის მინისტრისა და თბილსის მერისგან ითხოვენ.

ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მთავრობის მიერ პროექტ პანორამა თბილისის განხორციელების გამო თბილისი იუნესკოს ნუსხაში ვეღარასდროს მოხვდება.

ქალაქის მერი დავით ნარმანია უკვე მეორე დღეა, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას არ პასუხობს.

ოპოზციცია კი მთავრობას თანამეგობრობის მოთხოვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

 

ავტორი: ეკა მაღრაძე

დღის ამბები