20 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
კიდევ ერთი სადავო ტელევიზია - მაესტრო გაკოტრების ზღვარზე

მაესტრო კიდევ ერთი ტელევიზიაა, რომლის მფლობელები ერთმანეთს, სავარაუდოდ, სასამართლოში დაუპირისპირდებიან.

ტელეკომპანიის დირექტორმა უკვე შეიტანა განცხადება გაკოტრების შესახებ, რასაც მაკა ასათიანის მიმართ დაგროვებული დავალიანებით ხსნის.

გაკოტრების წინააღმდეგია მაესტროს 25-პროცენტიანი წილის მფლობელი, გია გაჩეჩილაძე, რომელმაც 6-წლიანი დუმილის შემდეგ ტელევიზიის მართვაში აღება და მისი გადარჩენა გადაწყვიტა.

მფლობელებს შორის დავის კიდევ ერთი საგაგნი ტელეკომპანიის ლოგოა.

გაკოტრების საქმის შეჩერების მოთხოვნის პარალელურად, გია გაჩეჩილაძე სასამართლოში სარჩელის შეტანას ტელეკომპანიის ლოგოსთან დაკავშირებითაც გეგმავს.

მაესტროს მფლობელი ერთ ხელწერაზე საუბრობს და პარალელს რუსთავის2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის მიერ ლოგოს გამო დაწყებულ დავას იხსენებს.

ილია კიკაბიძე არ გამორიცხავს, რომ ორივე საქმე ერთიდაიგივე სცენარით მიმდინარეობდეს.

შპს სტუდია მესტროს 5 მფლობელი ჰყავს. მათგან 4 კომაპნიის გაკოტრებულად გამოცხადებას მხარს უჭრს.

დავა ტელეკომაპნიის გარშემო სასამართლოში გაგრძელდება.

საკითხის შესწავლას გეგმავს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც.

 

ავტორი: ეკა გაგუა

ამავე თემაზე
დღის ამბები