"ვაზი კი არ გაჩეხეს, გასხლეს", - ასე გამოეხმაურა კახეთის გუბერნატორი კარდენახში დღეს გელა გრიშენკოს ქმედებას.
ირაკლი შიოლაშვილი დღეს კარდენახში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
გუბერნატორი ამბობს, რომ რაც კარდენახში მოხდა, პოლიტიკური აქციაა.
"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური ელფერი აქვს. ვაზიც კი არ გაჩეხეს, გასხლეს," - ამბობს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი.