ერთი ადამიანი დაშავდა სოფელ ვეჯინში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ნისანის მარკის ავტომანქანა მის წინ მიმავალ ავტომობილს დაეჯახა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნისანი ქუჩაზე შემთხვევით გამვლელსაც დაეჯახა შემდეგ კი ამობრუნდა. დაშავდა 70-თ წლამდე ქალბატონი. იგი მოტეხილობითა და სხეული მსუბუქი დაზიანებებით, გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა.
ავტოავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.