20 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
თბილისი-ვნუკოვოს რეისი გაუქმდა - კომპანია "ტრანს აეროს" თბილისის წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ

თბილისი-ვნუკოვოს რეისი, რომელიც დღეს დილით 7 საათზე უნდა შესრულებულიყო, გაუქმდა. ამის შესახებ კი მგზავრათა ნაწილის თქმით, მათთვის არავის უცნობებია.

რეისი რუსულ ავია კომპანია "ტრანს აეროს" უნდა შეესრულებინა. კომპანიის თბილისის წარმომადგენლობაში მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ.

მგზავრთა ინფორმაციით კი მიზეზი კოპანიის გაკოტრებაა. მათ ნაწილმა ბილეთი ხვალისთვის გადაცვალა სხვა ავიაკომპოანიის ბილეთებზე, ნაწილი კი დღესვე გაფრინდა ასევე სხვა ავიაკომპანიის რეისით.

დღის ამბები