20 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის უმძიმესი დანაკარგია. გიორგი მარგველაშვილი უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილი ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახსა, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას.

"ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე.

ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას," - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები