20 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მაესტროში არსებულ ვითარებას სწავლობს

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ტელეკომპანია მაესტროში არსებულ ვითარებას სწავლობს.

კომისიამ უკვე მიმართა ტელეკომპანიას და იმ დოკუმენტაციის გადაგზავნა მოითხოვა, რომელიც სტუდია მაესტრომ სასამართლოს მაიწოდა გაკოტრების საქმის წარმოებისთვის. ამ თემაზე მარეგულირებელში სპეციალური სხდომა უახლოეს დღეებში დაინიშნება.  

სტუდია მაესტროს პარტნიორმა, მაკა ასათიანმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და გიორგი გაჩეჩილაძის ბრიფინგს გამოეხმაურა.

მაკა ასათიანის შეფასებით, ვინაიდან ვერ სახელდება, თუ ვინ დგას ინვესტორების შემოთავაზების უკან, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ეს იყოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობა.

მაკა ასათიანის ამ განცხადებას უპასუხა თავად გია გაჩეჩილაძემაც და ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანად შეაფასა.

მისი თქმით, მზად არიან დაასახელონ ინვესტორის ვინაობა, მას შემდეგ, რაც მიიღებენ თანხმობას მათ მიერ შეთავაზებული წინადადების პრინციპულ პირობებზე.

მაესტროს გაკოტრების მოთხოვნით სასამართლოს ტელეკომპანიის დირექტორმა მიმართა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები