გალის რაიონის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახა.
გარდაცვლილებს შორის არიან გალის რაიონის ექიმები, პაციენტი და პაციენტის ოჯახის წევრი. ჯიპის მარკის ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანი შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.
ექვსივე ადამიანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. კრიტიკულია სასწრაფო დახმარების მძღოლის მდგომარეობა.
სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.