თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში ქართველი სამხედროს ვასილ ყულიჯანიშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.
„მინდა მთელს საქართველოს მივუსამძიმრო ჩვენი გმირის გარდაცვალება ავღანეთში. ვასილ ყულიჯანიშვილი, რომელიც იცავდა საერთაშორისო უსაფრთხოებას, ამით პირდაპირ იცავდა ჩვენს ქვეყანას ტერორიზმისგან და წვლილი შეჰქონდა ქვეყნის და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოებაში. ეს ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.