20 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ავღანეთში დაღუპული სამხედრო - გენერალური შტაბის ხელმძღვანელი დეტალებზე საუბრობს

ავღანეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ, რომლსაც ერთი ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა, მეორე კი დაიჭრა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ისაუბრა. 

ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართველ სამხედროებზე პირდაპირი ცეცხლით მოხდა თავდასხმა. ეს განცხადება გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ქალაქ რუსთავში გააკეთა, სადაც მან თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად დარუპული სამხედროს ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა. 

„ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი როსტობაია დაიჭრა. დაჭრილი სერჟანტის ევაკუაციის დროს დაზღვევაზე იმყოფებოდა პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, რომელმაც შეასრულა თავისი ამოცანა და დაიცვა ქვედანაყოფი. სამწუხაროდ, დაჭრილის ევაკუირების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და დავკარგეთ ახალგაზრდა კაი ყმა. ღვთის წყალობითა და ექიმების დამსახურებით, დაჭრილი კარგად არის. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად დღეს გერმანიაში გადაიყვანენ და დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე დაგვიბრუნდება. მინდა, მთელი სულითა და გულით მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად გადმოვასვენოთ ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში. კარგი ყმაწვილი იყო, ღირსეულად იცხოვრა და ღირსეულად წავიდა,“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები