საკონსტიტუციო ცვლილებების საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესატანად ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს.
დღეს პოლიტიკური გაერთიანება რეფორმატორების ლიდერები მოსახლეობას მარჯანიშვილის მოედანზე შეხვდნენ და ხელმოწერები შეაგროვეს.
“პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საინიციატივო ჯგუფში ვართ გაერთიანებული, ვაგროვებთ ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით,“ - განაცხადა პარტია რეფორმატორების ლიდერმა ირაკლი ღლონტმა.