დმანისის მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი მიწების უცხოელ ინვესტორზე გასხვისებას აპორტესტებენ.
სოფელ გომარეთის მოსახლეობის თქმით, სახელმწიფომ 100 ჰექტრამდე სასოფლო სამეუნეო დანიშნულების მიწაზე აუქციონი ისე გამოაცხადა, რომ მათ ამის შესახებ იმფორმაციაც არ ჰქონიათ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ინვესტორს მისი დამუშავების საშუალებას არ მისცემენ.
მათივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივები ეკონომიკის სამინისტროსთან აქციების გამართვას გეგმავენ. ამ თემაზე კომენტარი ინვესტორ კომპანიაშიც გაკეთდა.