20 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
დავით ნარმანია პანორამა თბილისთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებას პასუხობს

საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკიდან 3 დღის შემდეგ პანორამა თბილისთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ პირველი კომენტარი გააკეთა. თბილისის მერი ამბობს, რომ იუნესკოს კონსულტანტ ორგანიზაციებს პროექტის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. ნარმანიას თქმით, პანორამა თბილისი არ შეჩერდება.

„საერთაშორისო ორგანიზაციებს არასათანადო ინფორმაცია ჰქონდათ მიწოდებული. მათი დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ, რომ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც უზრუნველყოფს, რომ ისინი ამ პროექტის აუცილებლობასა და აქტუალობაში დარწმუნდებიან. ეს არ არის პროექტი, რომელიც რამეს ვნებს, პირიქით, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია,“-განაცხადა დავით ნარმანიამ. 

დღის ამბები