საქართველოს კათილიკოს-პატრიარქი ილია II ორდღიანი ვიზიტით ატენისა და გორის ეპარქიაში იმყოფება. პატრიარქი დღეს ხურვალეთში, ნიქოზსა და შინდისში ჩავიდა, ის შეკრებილი მრევლი დალოცა და მოილოცა ტაძრები.
ილია მეორემ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანები გაამხნევა, ხოლო დევნილებს სახლში დაბრუნების იმედი მისცა.