მევენახე გელა გრიშენკო აცხადებს, რომ ვენახი, რომელიც თავად გაჩეხა მისივე საკუთრება იყო, თუმცა ფაქტის გამწვავებას შეეცადა. კახეთის გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ გრიშენკომ ვაზი გასხლა და მას ვენახი არ გაუჩეხია.
ვენახის გაჩევხის შესახებ ინფორმაციას გელა გრიშენკოს დედაც ადასტურებს. ნუნუ გრიშენკო აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში ყურძენს მთლიანად ამოყრიან, სანაცვლოდ კი ბოსტნეულს დათესავენ.
გლეხმა 1 ჰექტარზე გაშენებული ვაზის გაჩეხვა გუშინ დაიწყო. რამდენიმე საათში ადგილზე კახეთის გუბერნატორი მივიდა მომხდარს დადგმული სპექტაკლი უწოდა.
ირაკლი შიოლაშვილის ბრალდებებს კახეთის ყოფილმა გუბერნატორმაც უპასუხა. გიორგი ღვინიაშვილი ვენახის გაჩეხვის პოლიტიკური მოტივებს გამორიცხავს და გლეხის მიერ ვაზის გაჩეხვაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
მევენახის თქმით, ვაზის გაჩეხვის გადაწყვეტილება დაბალი ფასის გამო მიიღო. მისი განმარტებით, ყურძენზე ფასი ხელოვნურად დაუკლეს და 70-ის ნაცვლად 60 თეთრი გადაუხადეს.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი, ირინა ჯორბენაძე.