მევენახეთა რიგებია ღვინის ქარხნებთან - გლეხებს ყურძნის ჩასაბარებლად რიგში დგომა, თითქმის, მთელი ღამის განმავლობაში უწევთ. პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, შექმნილი ვითარება რთველის აქტიური ფაზის დროს ნორმალურია. მისივე თქმით, რიგების მიუხედავად, კახეთში რთველი ორგანიზებულად ტარდება.
ყურძნის ჩაბარების პროცესს მინისტრის მოადგილე როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ საწარმოებში დაესწრო.
უწყების ინფორმაციით, რეგიონში 50 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავდა.