სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. საუბარი სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.
უჩა ნანუშვილის მხრიდან აქცენტი სასჯელაღსრულების კონკრეტულ დეპარტამენტებში პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.
კახა კახიშვილის თქმით, გაიწერა კონკრეტული ღონისძიებები, თუ რისი გამოსწორება შეიძლება სისტემის მუშაობაში.
მინისტრთან ერთად შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.