20 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
პრემიერმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცა

ყურბან ბაირამი მიულოცა პრემიერმინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს. ირაკლი ღარიბაშვილი დღესასწაულის აღსანიშნავად აბანოთუბანში ჯუმა მეჩეთში მივიდა.

მან ქართული საზოგადოების ტოლერანტობას გაუსვა ხაზი და ქვეყნის ინტეგრაციაზე ილაპარაკა. მეჩეთში მუსლიმ მორწმუნეებთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი, ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის ელჩებიც იმყოფებოდნენ.

ყურბან ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღეა და მუსლიმებისთვის ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური დღესასწაულია.

დღის ამბები