20 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
თბილისში რუსეთის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისში რუსეთის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები მსვლელობით ავლაბრის მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით დაიძრნენ. 

ისინი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ ჩავიდეს რუსეთში და გამართოს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს. 

აქციაზე მყოფი მოქალაქეები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ერეკლე მეორეს საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები არიან. აქციაზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სხვა პრორუსული ორგანიზაციების წევრები. 

აქციაზე იმყოფება ავთანდილ მარგიანიც, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა. 

დღის ამბები