თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა.
აქციის მონაწილეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თავისუფალი ზონის წარმომადგენელს რომელიც აქციაზე მივიდა და სცენაზე ასვლა სცადა.
აქციის მონაწილეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.
თავისუფალი ზონის წარმომადგენელი სამართალდამცავებმა დააკავეს და პრორუსული აქციის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს.