20 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
"გეშინოდეთ რუსეთის," - აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ცეკვით დასრულდა

"გეშინოდეთ რუსეთის","რუსეთი ჩვენი მეგობარია", "გვინდა სამხედრო ნეიტრალიტეტი", "აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები", - ამ ლოზუნგებით თბილისში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პრორუსული აქცია გაიმართა. 

აქციის ორგანიზატორი ერეკლე მეორეს საზოგადოება იყო და მას საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სხვადასხვა პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეები პრზიდენტს მიმართავდნენ და მოითხოვდნენ გაემართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. 

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სახელზე წერილიც დაწერეს და ადმინისტრაციის მისაღებში დატოვეს. 

პრორუსული აქცია 2 საათში ქართული ცეკვების ფონზე დასრულდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები