02 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
"ბავშვთა სოფლის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ამ წუთებში ხანძარია თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე. ბავშვთა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით ღია ცეცხლი 700-დან 800 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული. 

ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები.  არსებული იფნორმაციით ხანძრის ლოკალიზება ამ დროისთვის ჯერ არ მომხდარა.

 

 

დღის ამბები