წყალტუბოს ნომერ პირველ საბავშვო ბაღთან მოსწავლეთა მშობლები შეიკრიბნენ. ისინი ბაღის ყოფილ შენობაში ბავშვების დროულად დაბრუნებას მოითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით ბაღის ძველი შენობის გასხვისება იგეგმება. აქციას ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელიც შეუერთდა. მამუკა საღარეიშვილის თქმით, პატარებს ახალ შენობაში არასათანადო პირობებში უწევთ ყოფნა. რაც შეეხება თავად შენობის მდგომარეობას, როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აღნიშნავს, შესაბამისმა ორგანოებმა დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმის შესახებ, რომ შენობა ავარიული იყო ჯერ კიდევ ივნისში მიიღეს, თუმცა სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
ბრალდებებს წყალტუბოს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა უპასუხა. გიორგი იობიძის განცხადებით, ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი შენობის რეაბილიტაციისთვის.