სამართალდამცველები ყვავაძეების ოჯახზე თავმდამსხმელებს ეძებენ. ძარცვა დიღმის მასივში მოხდა. თავდამსხმელები ბინაში სავარაუდოდ სხვენიდან შევიდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ ოჯახში მყოფ 80 წლის ქალბატონს, რომელიც მათ სკამზე წებოვანი ლენტით ჰყავდათ მიბმული. დამნაშავეები იარაღის მუქარით მოხუცებულისგან თანხის გამოძალვას ცდილობდნენ.
ავტოსადგურ ოკრიბას ხელმძღვანელის ოჯახის წევრები უკვე იმყოფებოდნენ დაკითხვაზე. მათ გამომძიებელს მიაწოდეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და დეტალურად უამბეს მომხდარის შესახებ.
ყვავაძეები მომხდარს მათ ბიზნეს საქმიანობას არ უკავშირებენ.
მომხდარზე გამოძიება ძარცვის მუხით არის დაწყებული. შს სამინისტროში დამატებითი განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. არსებული ინფორმაციით მძარცველი ჯერ დაკავებული არ არის.