შინაგან საქმეთა სამინისტროს იფორმაციით წარსულში სამჯერ ნასამართლევმა და განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა.
უწყების განმარტებით ძებნილი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას დაეყარა იარაღი და ჩაბარებოდა მათ.
მოქალაქემ იარაღით თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.