20 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ოკუპანტებმა დვანიდან 2 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანიდან 13 წლის ტატო მამაგულაშვილი და მისი ბიძაშვილი დიმიტრი მამაგულაშვილი გაიტაცეს. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაგულაშვილები მდინარე ფსაზე სათევზაოდ იყვნენ წასულები. 

არსებული ინფორმაციით ისინი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

 

დღის ამბები