20 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ჩხუბი პრეზიდენტის სასახლესთან-სამართალდამცველებმა დაზარალებული დააკავეს

ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტი, რუსეთთან ინტეგრაცია და ევრაზიულ კავშირში გაერთიანება - ამ მოთხოვნებით პრორუსული ორგანიზაციები დღეს მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.

დაპირისპირება და ხმაური აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ორგანიზაციის წევრების გამოსვლა ერთ-ერთმა მოქალაქემ გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც პოლიციის თანამშრომლებიც შეესწრნენ, თუმცა ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა არა თავდამსხმელები, არამედ დაზარალებული დააკავეს.

რუსეთთან ინტეგრაციის მოთხოვნით გამართული ხმაურიანი და სკანდალური აქცია 2 საათს გაგრძელდა კონცერტით დასრულდა. 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები