დოკუმენტური და მხატვრული ფოტოები ღია ცის ქვეშ–ეს იქნება ფესტივალის კულმინაცია, რომელსაც თბილისი უკვე მეექვსედ მასპინძლობს.
დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე 15 ქვეყნის ასზე მეტი ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინება. ფოტომოყვარულებს ფესტივალზე 26 სექტემბრიდან ელოდებიან.