ბენზინის ხარისხის კონტროლის მექანიზმის შექმნის რეკომენდაციით მთავრობას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიმართავს. ორგანიზაციის შეფასებით, ამ მექანიზმის არ არსებობა ქვეყნაში გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ სპეციალური კვლევა ჩაატარა. ანგარიშს ისინი საზოგადოებას დღეს გააცნობენ.
დოკუმენტში ასევე საუბარია ფასებზე. საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, ფასებთან დაკავშირებით კომპანიებს შორის გარკვეული გარიგებაა.
"საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლის კუთხით სერიოზული პრობლემებია,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამების კოორდინატორმა, ლევან ნატროშვილმა.