20 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
CNN-მა საქართველოზე საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება დაიწყო

ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეოების ჩვენება დაიწყო. 30 წამიანი ვიდეორგოლი მსოფლიოს წამყვანი ტელეარხის ეთერში 7 თვის განმავლობაში იტრიალებს.

ტელეკომპანიასთან მოლაპარაკება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ აწარმოა.

ვიდეორგოლი გადაცემაში სახელწოდებით „აბრეშუმის გზა - წარსული, აწმყო და მომავალი“ გავიდა. პროექტი აბრეშუმის გზის ისტორიულ მარშრუტს მოიცავს და მაყურებელს ჩინეთიდან ევროპამდე ქვეყნებს აცნობს. საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი სწორედ ამ გადაცემაში განთავსდება.

დღის ამბები