პატიმრების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში. ისინი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები შესაბამის უწყებებს 2 პატიმრის საქმის გადახედვას სთხოვენ.
მათი ინფორმაციით, გიორგი ობოლაძე და შმაგი რაზმაძე მე-11 დღეა ქსნის მე-15 დაწესებულებაში შიმშილობენ.