თელია ასონერას ბაზრიდან გასვლასა და ჯეოსელის გაყიდვასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ კითხვის ნიშნები ამ საკითხზე მაინც რჩება.
„ჯერ კიდევ 2013 წელს ერიქსონის ერთერთი თავკაცის განცხადება, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ცდილობდა, დიდი რაოდენობა მოსასმენი მოწყობილობა შეეძინა, მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობისთვის მოესმინა. ჯეოსელში სამართალდამცავის შესვლა და დოკუმენტაციის ამოღება გვახსოვს, რათა მონაცემებზე სრული წვდომა ჰქონდათ და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მოესმინათ. გასაგებია, რომ კომპანია რაღაც ეტიკეტს იცავს, მაგრამ ამ ფონზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ფრაქცია ქართული ოცნების, წევრის, გედევან ფოფხაძის, თქმით, კი ნაციონალური მოძრაობის დროს ოპერატორებზე კონტროლი ხდებოდა, ახლა კი ბიზნესში ჩარევა არ ხდება.
„მახსოვს ნაციონალური მოძრაობის დროს რა ხდებოდა, ყველა ოპერატორი მაგათ კონტროლქვეშ იყო, ჩვენ ბიზნესში არ ვერევით. ჩვენი მხრიდან კონტროლირებადი ოპერატორი არ არსებობს. ბიზნესსტრუქტურა რამდენადაც საშუალებას მოგვცემს პროცესის გამჭვირვალობის, იმ ხარისხით შეიძლება იყოს ეს პროცესი გამჭვირვალე,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ავტორი: სოფო ზურაბიანი