ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო რუსთავში გადაასვენეს. ვასილ ყულჯანიშვილს საკუთარ ქალაქში მოქალაქეები საპატიო დერეფნით დახვდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გარდაცვლილი სამხედრო საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოასვენეს. აეროპორტში იმყოფებოდნენ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები და გენერალური შტაბის უფროსი. გარდა ამისა აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.
შეგახსენებთ, რომ ვასილ ყულჯანიშვილი სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.