20 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
სოფელ დვანიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორშია

დიმიტრი და ტატო მამაგულაშვილები რუსმა სამხედროებმა თევზაობის დროს დააკავეს.

მიზეზი ე.წ. საზღვრის გადაკვეთა გახდა. ორივე მათგანი, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. 13 წლის ტატო მამაგულაშვილის გათავისუფლება ქართველმა სამართალდამცველებმა 5 საათიანი პატიმრობის შემდეგ შეძლეს. მისი 24 წლის ბიძაშვილი კი ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება.

ამ დრომდე საპატიმროში მყოფი დიმიტრი მამაგულაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის რუსმა სამხედროებმა საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით გასულ წელსაც დააკავეს და მისი გათავისუფლება მხოლოდ მოთხოვნილი თანხის სანაცვლოდ შეძლეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამჯერადაც ჯარიმის გადახდას ითხოვენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ქართველი სამართალდამცველები აქტიურად მუშაობენ, რათა 24 წლის ახალგაზრდამ ოჯახში დაბრუნება უახლოეს საათებში შეძლოს. დვანში მომხდარის გამო, დღეს მოსახლეობასთან აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე. 

 

დღის ამბები