02 ოქტომბერი 2024,   18:16
ვრცლად
ცნობილი ინგლისელი მსახიობი რეიფ ფაინსი საქართველოშია

ცნობილი ინგლისელი მსახიობი რეიფ ფაინსი საქართველოშია. კინოსა და თეატრის მოქმედი ვარსკვლავის ვიზიტი მედიისთვის გასაიდუმლოებულია, თუმცა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ცნობით, ფაინსი თბილისში ყოფნის დროს მარჯანიშვილის თეატრსა და სუხიშვილებს ესტუმრა. ცნობილი მსახიობი 20:00 საათზე მარიონეტების თეატრში მივიდა. სავარაუდოდ მსახიობი რეზო გაბრიაძის პირადი სტუმარია.

ის სავარაუდოდ ესწრებოდა წარმოდგენას სახელწოდებით ჩემი გაზაფხულის შემოდგომა. მსახიობის ვიზიტი საქართველში გასაიდუმლოებულია და ამ საკითხზე არავინ არ საუბრობს.

სოციალური მედიიდან გაირკვა, რომ დღესვე მსახიობი სუხიშვილებს სტუმრობდა. 

ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორის ნინო სუხიშვილის თქმით, რეპეტიციამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსახიობზე.

„ილიკომ აჩუქა ხელით ნაკეთი ტრადიციული ხანჯალი, და იმდენად გული აუჩუყდა, რომ ცრემლებიც კი წამოუვიდა. ძალიან კმაყოფილი წავიდა,“ -განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

მსახიობი მარჯანიშვილის თეატრსაც ეწვია და ის თავისივე ინციატივით დაესწრო სპექტაკლის რეპეტიციას.

გავცრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი თბილისში რამდენიმე დღე დარჩება.

ავტორი:სალომე ბენაშვილი

 

დღის ამბები