20 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ზეთისხილის ბაღი რეზო ჩხეიძის საპატივსაცემოდ

რეზო ჩხეიძის საპატივსაცემოდ კინოსტუდიის ეზოში ზეთისხილის ბაღი გაშენდა.

კინორეჟისორის ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წმინდა ლაზარეს ეკლესიასთან 40-მდე ნერგი დარგეს, რომელიც მათ საპატრიარქოს ფონდმა, გაამწვანე საქართველომ, საჩუქრად გადასცა.

ტაძრის წინამძღვარმა რეზო ჩხეიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, "უნდა გვახსოვდეს ხალხი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს მთელი თაობების აღზრდაში და მუდმივად უნდა ვახსენებდეთ მომავალ თაობებს მათ შესახებ“.

მისივე თქმით, ასეთი სკვერების, ქუჩების, მოედნების სახელები სწორედ ამას უწყობს ხელს. 

დღის ამბები