თბილისის რიგით მე-6 ფოტოფესტივალი 2015 გაიხსნა, რომლის პირველი დღე მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავს მიეძღვნა.
გახსნას კულტურის სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
რიგით მეექვსე ფოტოფესტივალზე 200-მდე ევროპელი, ქართველი და რეგიონული ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები.
ფესტივალი 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.