20 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
მოტყუებით დადებული გარიგების საფუძველზე გამოსახლებული ჯღარკავების ოჯახი დახმარებას ითხოვს

პროკურატურას შემთხვევის გამოძიებას და იუსტიციის მინისტრს დახმარებას სთხოვს რუსთავში ჯღარკავების ოჯახი. ისინი 3 დღეა, სადარბაზოში ცხოვრობენ.

ჯღარკავების განმარტებით, 23 სექტემბერს ბინიდან მოტყუებით დადებული გარიგების საფუძველზე გამოასახლეს.

ზაირა ჯღარკავას მტკიცებით, მიუხედავად მიმართვისა, საგამოძიებო ორგანო საქმის შესწავლაზე უარს ამბობს. იუსტიციის მინისტრი კი, დაპირების მიუხედავად, მათი საქმის კონკრეტული გარემოებებით აღარ დაინტერესებულა.

ჯღარკავების ინფორმაციით, მათ ბინა 2017 წლამდე გააგირავეს. თუმცა, შეთანხმების ნოტარიული დამოწმებისას დოკუმენტში განსხვავებული პირობები ჩაიწერა.

ჯღარკავები უფლების ბოროტად გამოყენებასა და კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევაში შუამავალს ადანაშაულებენ.

შედეგად, სესხის დაბრუნების ვადა მოსალოდნელზე მცირე აღმოჩნდა, მისი დაფარვა კი ქონების გასხვისებით ასევე ამ დოკუმენტით აეკრძალათ.

ჯღარკავების საცხოვრებელი ბინა აუქციონის წესით გაიყიდა.

დღის ამბები